ჩანაწერი, რომ ბიძინა ოლიგარქია და სააკაშვილი და გვარამია უნდა გათავისუფლდნენ, საქართველოს მოქალაქეების სრული უმრავლესობის საწინააღმდეგო ნარატივია და არ შეიძლება ასე მოხდეს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.
"მე ვთხოვ ყველას ევროკავშირში, ნუ მიიღებენ საქართველოს ხალხის ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას. ის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და სააკაშვილი და გვარამია უნდა გათავისუფლდნენ, ეს არის საქართველოს მოქალაქეების სრული უმრავლესობის საწინააღმდეგო ნარატივი და არ შეიძლება ასე მოხდეს. პირადად მე ვამბობ და ბევრი თანამოაზრე მყავს, თუ ჩვენ უნდა დავისაჯოთ იმის გამო, რომ მოვიშორეთ ტოტალიტარული სადისტური რეჟიმი, ეს იქნება გადაწყვეტილება საქართველოს ხალხის წინააღმდეგ", - განაცხადა ბურჭულაძემ.