"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის კადრებზე პერსონალურ მონაცემთა სამსახურმა გამოძიება უნდა დაიწყოს.
"რა კანონიერ მიზანს ემსახურებოდა ეს ყველაფერი?! როგორც მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ახსენა, მიზანი საზოგადოების ინფორმირება იყო. პროცესზე რომ ჩაგერთოთ და მიგეცათ საშუალება, ასე ვერ გავიგებდით საზოგადოება როგორ არის ის?! რა საჭირო იყო ამ კადრების გამოქვეყნება. მაგრამ გინდაც ის მიზანი ყოფილიყო, რომ საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, არ არის გაუარესებული მდგომარეობა, ვიდეოს ჩვენებით როგორ უნდა ვნახოთ, ვიდეო როგორ უნდა იყოს იმის მტკიცებულება, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა თუ არა და მეორე, როგორ შეიძლება ვიდეოთი დადასტურდეს, რომ არ არსებობს სასჯელის გადავადების საფუძვლები", - განაცხადა სიმონიშვილმა.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის ვიდეოკადრები გაავრცელა.