აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: სტამბოლის მერისთვის სასამართლოს მიერ მისჯილი პატიმრობის გამო შეშფოთებული ვართ

ჩვენ კვლავაც სერიოზულად ვართ შეშფოთებულები სასამართლო დევნის გამო, რომელიც ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და ბიზნეს ლიდერების წინააღმდეგ თურქეთში, - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სტამბოლის მერისთვის სასამართლოს მიერ მისჯილი პატიმრობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

„ჩვენ კვლავაც სერიოზულად ვართ შეშფოთებულები სასამართლო დევნის გამო, რომელიც ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და ბიზნეს ლიდერების წინააღმდეგ თურქეთში. კერძოდ ხანგრძლივი წინასწარი პატიმრობისა და ასევე ტერორიზმის მხარდაჭერისა და შეურაცხყოფის ფაქტებზე ზედმეტად ფართო ხასიათის მქონე ბრალდებების გამო”, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ცნობისთვის, სტამბოლის მერს, ექრემ იმამოღლუს სახელმწიფო მოხელეების შეურაცხყოფაში დასდეს ბრალი და ორი წლითა და შვიდი თვით პატიმრობა მიუსაჯეს.