გერმანია კორონავირუსისა და მისი ახალი შტამის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საზღვარზე კონტროლს კიდევ უფრო ამკაცრებს. აღნიშნულ ინფორმაციას Euroweeklynews-ი ავრცელებს.
უსაფრთხოების ზომები უკვე გაძლიერდა აეროპორტებში. პოლიციას მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან გერმანიაში ჩასული მგზავრების დეტალური კონტროლი დაევალა.
როგორც ცნობილია, კოვიდუარყოფითი ტესტის წარდგენის გარდა, მგზავრები შემოწმებას თვითმფრინავის ბორტზევე გაივლიან.
აღსანიშნავია, რომ გერმანია პირველი ქვეყანა გახდება ევროკავშირში, რომელიც კორონავირუსის სამკურნალოდ ანტისხეულებს გამოიყენებს.
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ხელისუფლებამ ანტისხეულების ე.წ. მონო-კლონური კოქტეილის 200 ათასი დოზა შეიძინა და მას უახლოეს კვირაში საუნივერსიტეტო საავადმყოფოებში შეიტანენ. ანტისხეულების კოქტეილით მკურნალობის მეთოდს შეერთებულ შტატებში ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის ავადმყოფობისას მიმართეს