უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. კიევის საქალაქო ადმინისტრაციამ უკრაინის დედაქალაქში მცხოვრებ მოსახლეობას, თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა.

„დედაქალაქში საჰაერო თავდასხმის სიგნალი გამოცხადდა! გთხოვთ წადით თავშესაფარში!” - დაწერა ადმინისტრაციამ „ტელეგრამზე“.

ტელეგრამ არხებში იუწყებიან, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით „ხა-101“-ის ტიპის რაკეტები გაუშვა.

მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებენ.