NDI: ევროკავშირის წევრობას მოსახლეობის 80% უჭერს მხარს, NATO-ს 74%

NDI-ის ახალი კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 80% მხარს უჭერს საქართველოს წევრობას ევროკავშირში, NATO-ს 74%.

აღნიშნული კვლევა, NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ, 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიებისგამოკლებით).