ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პლენარული სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
დარბაზის დატოვებამდე ფრაქციის დეპუტატმა, ანა წითლიძემ იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მიმართ აღნიშნა, რომ „მის ქმედებებზე პასუხისგება მის შვილებს მოუწევთ".
ცნობისთვის, დეპუტატები დღეს იუსტიციის მინისტრს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.