NDI: საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე დიდ პრობლემას უმუშევრობა წარმოადგენს

NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობისთვის ეროვნულის დონის საკითხებს შორის ყველაზე დიდ პრობლემას სამუშაო ადგილების არარსებობა წარმოადგენს. შემდეგ მოდის სიღრიბე, ფასების ზრდა, ტერიტორიული მთლიანობა და კორონავირუსი.

სამშაო ადგილების პრობლემას გამოკითხულთა 46% ასახელებს.

აღნიშნული კვლევა, NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ, 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიებისგამოკლებით).