NDI: მოსახელობის 59% ეკონომიკის ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს

NDI-ის ახალი კვლევის შედეგად, მოსახლეობის უმრავლესობას, საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგომი პრობლემებიდან ყველაზე მეტად უმუშევრობა აწუხებს. სწორეს უმუშევრობას ასახელებს გამიკითხულთა 59 %. შემდეგ მოდის გაზრდილი ფასები და სიღარიბე.

მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი ამბობს, რომ უმუშევარია, რაც 2020 წლისაგვისტოს კვლევის შედეგებს ემთხვევა. მაშინ ეს მაჩვენებელი შვიდი პროცენტით გაიზარდა,რაც, სავარაუდოდ, კორონავირუსის ეკონომიკურ გავლენას უკავშირდება. მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედი ამბობს, რომ 2016 წელთან შედარებით ეკონომიკურად უკეთესად არის, 32პროცენტმა თქვა, რომ უარესად არის, ხოლო 45 პროცენტი ფიქრობს, რომ მათი სიტუაცია უცვლელი დარჩა.

4

აღნიშნული კვლევა, NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ, 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიებისგამოკლებით).