იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ერთ წელში სახელმწიფომ მიხეილ სააკაშვილზე 200 000 ლარამდე დახარჯა.
რატი ბრეგაძე: რადიკალურმა ოპოზიციონერებმა დღეს წააგეს 100-0
მისივე თქმით, ზოგადად ერთ პატიმარზე 17 400 ლარი იხარჯება.
„ერთი პატიმრის შენახვაზე დაახლოებით, 17 400 ლარი იხარჯება წელიწადში. სააკაშვილს რაც შეეხება, 200 000 ლარამდეა სახელმწიფოს მიერ დახარჯული“, - თქვა ბრეგაძემ პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.
ცნობისთვის, დეპუტატები დღეს იუსტიციის მინისტრს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.