არაფერი არ იყო აქ ღირსების შემლახავი, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით ოპონენტების კრიტიკის საპასუხოდ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„პოლიტიკურმა ოპონენტებმა კეთილი ინებონ და დაესწრონ სხდომას. ამით, პირველ რიგში, შეურაცხყოფას აყენებენ საკუთარ ამომრჩეველს, როდესაც ვერ ესწრებიან სხდომას. ვერ ბედავენ, ეტყობა, დასწრებას, იმდენად არ შეუძლიათ კითხვების მომზადება და შემდგომში პასუხის მოსმენა.
გავეცი პასუხი და ნახონ, მე რაღაზე ვუპასუხო? არაფერი არ იყო აქ ღირსების შემლახავი, ჩვენ ვთქვით კონკრეტული ლეგიტიმური მიზანი, მათ შორის სამართლებრივი საფუძვლები, როგორ გასაჯაროვდა. როდესაც ვინმე საუბრობს მიხეილ სააკაშვილის თითქოსდა ღირსების შელახვაზე, კიდევ უნდა გავიმეოროთ და საზოგადოებას ვუთხრათ, რომ ამ ადამიანის ყველა უფლება არის დაცული“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის ვიდეოკადრები გაავრცელა.