მექსიკის პრეზიდენტი ანდრე მანუელ ლოპეზ ობრადორი კორონავირუსით დაინფიცირდა, ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ვირუსით ინფიცირების შესახებ პრეზიდენტმა განცხადება დედაქალაქში ჩასვლის შემდეგ გაავრცელა. ობრადორი მისთვის დამახასიათებელ ტურზე იმყოფებოდა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, სანამ ინფიცირების შესახებ ინფორმაციას საჯაროდ გაავრცელებდა.
მექსიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია პანდემიის განმავლობაში, ქვეყანა ინფიცირების განსაკუთრებით მაღალ მაჩვენებელს ებრძვის.
პრეზიდენტს ხშირად აკრიტიკებდნენ, რადგან საჯაროდ პირბადის ტარებაზე უარს აცხადებდა.
ობრადორის თქმით, მას ვირუსი მსუბუქ ფორმებში აქვს და თავს კარგად გრძნობს.