NDI: გამოკითხულთა 60% თვლის, რომ საქართველოს მთავრობა პანდემიას ეფექტურად უმკლავდება

NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა, 60% თვლის, რომ საქართველოს მთავრობა პანდემიას ეფექტურად უმკლავდება. თუმცა, საზოგადოების 39 პროცენტი ფიქრობს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ყველაზეცუდი ჯერ კიდევ წინ არის.

აღნიშნული კვლევა, NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ, 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიებისგამოკლებით).