NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის თითქმის ნახევარი, 41% ამბობს, რომ კორონავირუსის აცრას არ გაიკეთებს. თუმცა, აცრის გაკეთებას ასევე 41% აპირებს.
კვლევის მიდევით, კაცები უფრო დიდი ალბათობით აიცრებიან, ვიდრე ქალები. ამავე დროს, უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები უფრო მეტად არიან თანახმა აცრის გაკეთებაზე, ვიდრე საშუალოზე დაბალი განათლების მქონე ადამიანები.
ივნისთან შედარებით, აცრის გაკეთების მსურველთა რაოდენობა 3%-ით გაიზარდა.
აღნიშნული კვლევა, NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ, 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიებისგამოკლებით).