კიდევ ერთი გამოწვევა გახლავთ რუსეთიდან მასიური მიგრაცია, რომელიც ასევე გარკვეულწილად შესაძლებლობაა, რადგან ეს გვაჩვენებს კიდევ ერთხელ, რას ნიშნავს ქართული ტოლერანტობა, ქართული სტუმართმოყვარეობა, მაგრამ, სტუმართმოყვარეობა არ უნდა იყოს სულელური, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლეში დიპლომატებთან, წინასაახალწლო მიღებაზე განაცახდა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს მოვალეობა საკუთარი მოსახლეობის მიმართ, რომ ამ მიმარტულებით ვითარება სრულად გააკონტროლოს.
„კი ბატონო, გვქონდეს საზღვრები გახსნილი, განსაკუთრებით რუსეთის იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც არიან წარმოშობით ქართველები, მაგრამ ამავდროულად უნდა გავიაზროთ, რომ გვქონდეს სწორი კანონმდებლობა, შესაბამისი რეგულაციები იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ მომავალში არასასურველი განზრახვები“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.