დანიაში ახალი რეგულაციების გაპროტესტებისთვის 240 აქტივისტი დააკავეს

დანიის მასშტაბით სახელმწიფოსი მხრიდან დაწესებულ დამატებით შეზღუდვებს მოსახლეობისგან პროტესტი მოჰყვა, რა დროსაც პოლიციამ 240 აქტივისტი დააკავა.

მოსახლეობის მხირდან პროტესტი ახალ გამკაცრებულ რეგულაციებს მოჰყვა, მათ ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვა გააპროტესტეს.

აქტივისტები მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვიდნენ, რამდენიმე მაღაზია დაარბიეს და პოლიციას წინააღმდეგობას უწევდნენ.

სამართალდამცავებს აქციის დასაშლელად წყლის ჭავლის გამოყენებაც მოუწიათ, ადგილობრივი მედიის ცნობით აქციები ქვეყნის მასშტაბით 10 ქალაქში გაიმართა.

რამდენიმე ქალაქში პოლიციას სამხედროების დახმარებაც დასჭირდათ, სიტუაციის გასანეიტრალებლად.