პარლამენტში მოშიმშილეთა რიგებს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გამოაკლდა აბდულა ისმაილოვი.
სხვა მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.
„ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. ერთადერთი, ჩვენი კოლეგა გამოგვაკლდა ისმაილოვი, რომელსაც მაღალი ტემპერატურა ჰქონდა გუშინ და სახლში გავუშვით. მისი გაჩერება არ შეიძლებოდა", - აღნიშნავს „ნაციონალური მოძრაბის“ წევრი თემურ ჯანაშია.
პარლამენტში მოშიმშილეებს თემურ ჯანაშია 16 დეკემბრიდან შეუერთდა. „ნაციონალური მოძრაობის" სამი წევრი თემურ ჯანაშია, ანი წითლიძე და დავით კირკიტაძე მე-4 დღეა შიმშილობენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პარლამენტში შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით, შიმშილობა გაგრძელდება მანამ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ გადაიყვანენ.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის ვიდეოკადრები 14 დეკემბერს გაავრცელა.