ევროკავშირმა უკრაინის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს, რადგან „უკრაინამ უნდა მოიგოს ეს ომი“, განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ გერმანულ გაზეთ Bild-თან ინტერვიუში.
მისი შეფასებით, ეს ნიშნავს მეტ იარაღს უკრაინისთვის, მეტ ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას, მეტ პრაქტიკულ სოლიდარობას და მეტ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
2023 წელს უკრაინისთვის განკუთვნილი 18 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების პაკეტი ევროპარლამენტმა 14 დეკემბერს საბოლოოდ დააამტკიცა, მას შემდეგ რაც უნგრეთთან ვეტოს მოხსნის შესახებ შეთანხმება დადო. ბოლო ათი თვის განმავლობაში, ევროკავშირმა უკრაინას მაკროფინანსური დახმარების სახით, 4,2 მილიარდი ევრო გამოუყო.