სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის უფროსის დავით სუხიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბათუმში, რესტორან „ვოქსში“ ხანძარი ლიკვიდირებულია.
რესტორნის ტერიტორია მთლიანად დაიწვა, თუმცა ცეცხლი კორპუსის სხვა სართულებზე არ გავრცელებულა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ადგილზე მობილიზებული იყო სახანრო და სამაშველო ჯგუფები. ხანძრის ქრობას ხელს უშლიდა ძლიერი ქარი, მაგრამ მეხანძრე-მაშველების ოპერატიული ქმედების შედეგად, მოხერხდა, რომ ხანძარი არ გავრცელებულიყო კორპუსის სხვა საცხოვრებელ ბინებზე. ასევე დროულად მოხდა შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია“, -განაცხადა დავით სუხიშვილმა.
ბათუმში, აღმაშენებლისა და კობალაძის ქუჩაზე, მრავალსართულიანი საცხოვრებელ კორპუსის ბოლო სართულზე მდებარე რესტორან "ვოქსში" ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა.