NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას საქმიანობას გამოკითხულთა 46% აფასებს დადებითად, სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას კი 15%. პრეზიდენტის მსგავსად, გამოკითხულთა 15% დადებითად აფასებს პარლამენტის საქმიანობასაც.
კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. პანდემიის გამო, კვლევის მეთოდად სატელეფონო ინტერვიუ პირველად შეირჩა. კვლევის ფარგლებში, სულ 2 053 სატელეფონო ინტერვიუ შედგა, წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარია ±1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.