ჩინეთ-ინდოეთის საზღვართან მესაზღვრეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ინფორმაციას BBC ავრცელებს.
დაპირისპირება ჩრდილო სიკიმთან მოხდა. ინდოელი მესაზღვრეების თქმით, "მცირედი ინციდენტს" ჰქონდა ადგილი, რომელიც მალევე აღმოიფხვრა.
ორ ქვეყანას შორის სადავო ტერიტორიის დახლოებითი ფართობი 2,500 კილომეტრია, რომელიც ბუტანსა და ნეპალს შორისაა მოქცეული.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სადავო საზღვარზე სიტუაცია რამდენიმე თვის წინ დაიძაბა, როდესაც ორი ქვეყნის მესაზღვრეებს შორის შეტაკებას 20 ინდოელი მესაზღვრე ემსხვერპლა.