პროექტი, რომლის მიხედვით, საქართველოში მხოლოდ ჯანმოს მიერ აღიარებული ვაქცინა შემოვა, პარლამენტში დაინიცირდა

„საქართველოს პარლამენტში დაინიცირდა პროექტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოში მხოლოდ ჯანმოს მიერ აღიარებული ვაქცინა შემოვა", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მიმდინარე კვირაში, საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სესიის ფარგლებში შეიკრიბება.

პარლამენტი სრულად უჭერს მხარს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას, რომელიც შემუშავდა და განხორციელდება მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. შესაბამისად, პარლამენტში უკვე დაჩქარებული წესით დაინიცირდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრისთვის ან მკურნალობისთვის, შესაძლებელი იქნება მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინის შემოტანა.

ამასთან, ჩატარებული აცრების შემდგომი გვერდითი მოვლებენების ან გართულებების განვითარების შემთხვევაში, სახელმწიფო, კანონით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს მოსახლეობის უფასო სამედიცინო მომსახურებასა და რებილიტაციას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პრევენციული აცრების შემდგომი გვერდითი მოვლენები გამოწვეულია იმპორტიორის, სამედიცინო პერსონალის თუ დაწესებულების დაშვებული შეცდომით“ - განაცხადა მდინარაძემ.