გიორგი გახარია კაია კალასს: დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული  პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობა წარმატებით განვითარდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, კაია კალასს ესტონეთის პირველ ქალ პრემიერად დანიშვნას ულოცავს. საქართველოს მთავრობის მეთაური მილოცვას Twitter-ის ოფიციალკურ გვერდზე აქვეყნებს.

გახარიას თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ქვეყნებს შორის არსებული უნიკალური პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობა კვლავ წარმატებით განვითარდება.

„ესტონეთის პირველ ქალ პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ვულოცავ კაია კალასს. მოუთმენლად ველი თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული უნიკალური პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობა კვლავ წარმატებით განვითარდება“, - წერს გიორგი გახარია.

შეგახსენებთ, რომ ესტონეთის ისტორიაში პირველად, ქვეყნის მთავრობას ქალი, კაია კალასი უხელმძღვანელებს.