ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები რუსული გაზის ფასის ზედა ზღვარზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები დღეს, რუსული გაზის ფასის ზედა ზღვარზე შეთანხმდნენ. 15 თებერვლიდან, მეგავატსათ რუსულ გაზზე ფასის ზედა ზღვარი 180 ევროს მიაღწევს.

ამას წინ უძღოდა რამდენიმე კვირიანი ინტენსიური მოლაპარაკებები. ევროკავშირის ლიდერები ენერგეტიკის მინისტრებს უბიძგებენ, რათა გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე მიეღოთ, თუმცა ვერ თანხმდებოდნენ იმაზე, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ევროპა ენერგეტიკულ კრიზისს. 

ევროპელი მაღალჩინოსნების თქმით, გერმანია, რომლის რუსული გაზის ბაზარიც ევროპაში ყველაზე დიდია, სკეპტიკურად უყურებდა ახალ შეზღუდვას, თუმცა, ალიანსში საბოლოოდ კონსესუსს მიაღწიეს.

„გერმანიაში გაზის დაბალი ფასის წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ, რათა არ დავზარალდეთ, თუნდაც საუკეთესო მოტივებით“, - განაცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა და ვიცეკანცლერმა, რობერტ ჰაბეკმა.

2 დეკემბერს ევროკავშირის ქვეყნები ერთი ბარელი რუსული ნავთობის $60 შესყიდვის ზღვარზე შეთანხმდნენ.