ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანამ ჩინეთთან სადავო საზღვრის გასწვრივ ჯარების განლაგება უპრეცედენტო დონემდე გაზარდა. მინისტრის თქმით, ინდოეთი არ დაუშვებს, ჩინეთმა „ცალმხრივად შეცვალოს" სტატუს კვო საზღვარზე.
თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, ვითარება საზღვარზე სტაბილურია და მხარეები ამ საკითხზე დიალოგს აგრძელებენ.
ინდოეთი და ჩინეთი სადავო 3,440 კმ (2,100 მილი) სიგრძის დე ფაქტო საზღვარ იზიარებენ. ორივე მხარის ჯარისკაცებს შორის ხშირად დაძაბულობა შეტაკებებში იზრდება.