სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, კაცი, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გიორგი კირთაძეს კვერცხები ესროლა, დაკავებულია.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველომ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძეზე თავდასხმის ფაქტზე, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო, რაც პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გიორგი კირთაძეს, 19 დეკემბერს ტელეკომპანია "ფორმულას" პირდაპირ ეთერში ინტერვიუს დროს, უცნობმა პირმა კვერცხები ესროლა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.