საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 8696-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე აისახა.
საიტის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 375 ადამიანი, გარდაცვლილთა რიცხვი კი 52-მდე გაიზარდა.