რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 2022 წელს ფედერალური კრების (პარლამენტის) წინაშე ყოველწლიური სიტყვით არ გამოვა. ინფორმაციას რუსული მედია პრეზიდენტის პრესმდივან, დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
გასულ კვირას სახელმწიფო სათათბიროს მედია წყაროებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტის გზავნილი პარლამენტში შესაძლოა 27 დეკემბერს განხორციელდეს, მაგრამ კრემლმა ეს ინფორმაციაუარყო.
ის ფაქტი, რომ 2022 წელს პუტინის გამოსვლა არ შედგებოდა, მოგვიანებით TASS-მა და ჟურნალისტმა ფარიდა რუსტამოვამ განაცხადა.
ბოლოს ვლადიმერ პუტინმა ფედერალურ ასამბლეის წინაშე სიტყვით 2021 წლის აპრილში გამოვიდა.
რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტმა გზავნილი ყოველწლიურად უნდა წაიკითხოს.
თუმცა, ერთხელ პუტინის გზავნილი უკვე გადაიდო. ეს მოხდა 2017 წლის ბოლოდან 2018 წლის პირველ ნახევრამდე.
12 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ 2022 წელს პუტინის დიდი პრესკონფერენცია, რომელიც 10 წლის განმავლობაში ყოველი წლის დეკემბერში იმართებოდა, არ შედგა.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტის სამხედრო დაზვერვამ განაცხადა, რომ პრესკონფერენცია უკრაინაში ომის წარუმატებლობის გამო გაუქმდა.