ქვეყნები, სადაც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ყველაზე მეტი ძეგლია - პირველ ადგილზეა იტალია

ამჟამად იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 1153 ძეგლია. პირველ ადგილს 58 ძეგლით იტალია იკავებს. 2021 წლის ივლისამდე  პირველ ადგილზე იყვნენ ჩინეთი და იტალია 55-55 ძეგლით, თუმცა მოგვიანებით მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის სხდომაზე, იტალიას კიდევ სამი ძეგლი დაემატა, ჩინეთს, ერთი. წარმოგიდგენთ ქვეყნების სიას, სადაც მოგზაურობისას თქვენს თვალწინ ყველაზე მეტი ისტორიული ძეგლები ცოცხლდება.

1. იტალია: იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 58 ძეგლით პირველ ადგილს იკავებს რომის იმპერიისა და რენესანსის სამშობლოს აქვს 53 არის კულტურული და 5 ბუნებრივი ძეგლი. გარდა ამ 58 ფიზიკური ადგილისა, იუნესკო აღიარებს იტალიის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას. იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანილია 14 ტრადიცია, რომელთაგან ზოგიერთი იტალიას ეხება, ზოგი კი სხვა ქვეყნებს...

 http://europetime.eu/storage/photos/8/Colosseo_2020.jpg

2. ჩინეთი: იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 56 ძეგლით, მეორე ადგილზეა. ჩინეთი არის ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი უნიკალური ძეგლია.

 

3. გერმანია: იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში მესამე ადგილზეა 51 ძეგლით. განსაცვიფრებელი ძეგლები, პარკები, ქალაქები და სასახლეები გერმანიას თავისი მასშტაბით ეხმარება რომ პირველ სამეულში მოხვდეს.

 

4. ესპანეთი: 49 ისტორიული ძეგლით მეოთხე ადგილს იკავებს. ესპანეთს აქვს კულტურის დამაჯერებელი ნაზავი და განსაცვიფრებელი ბუნებრივი პეიზაჟების მრავალფეროვანი სპექტრი...

 

5. საფრანგეთი მეხუთე ადგილზეა 48 ძეგლით იუნესკოს სიაში, საიდანაც 42 კულტურული, 5 ბუნებრივი და ერთი შერეული ძეგლია.

 

მსოფლიო კულტურულ და ბუნებრივ ღირებულებათა დაცვის შესახებ 1972 წლის კონვენციის ფარგლებში შეიქმნა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სია. UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში დღეისთვის შედის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის 4 ძეგლი:

მცხეთის ისტორიული ძეგლები (1994 წ.)

გელათის სამონასტრო კომპლექსი (1994 წ.)

ზემო სვანეთი (1996 წ.)

კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები (2021 წ.)

2022 წლის მონაცემებით, მსოფლიო მეკვიდრეობის სიაშია 1153 ობიექტი 167 ქვეყნიდან. მათ შორის 897 კულტურულია, 218 – ბუნებრივი და 39 – შერეული. რეალურად მათი რაოდენობა გაცილებით მეტია, რადგან ზოგიერთი მათგანი მთელ კომპლექსებს და არქიტექტურულ ანსამბლებს მოიცავს. ასეთია, მაგალითად, საფრანგეთში, მდინარე ლუარას ხეობის გასწვრივ გადაჭიმული ციხესიმაგრეები...

იუნესკოს სიაში შესული ობიექტების სიხშირის (ანუ ფართობის ერთეულზე ობიექტების რიცხვის) მიხედვით წამყვანი პოზიციები ფართობით არცთუ დიდ, მაგრამ მჭიდროდ დასახლებეულ ევროპის სახელმწიფოებს უკავია: იტალიას, ბელგიას, შვეიცარიას, ნიდერლანდის სამეფოს, ჩეხეთს, სლოვაკეთს, პორტუგალიას, საბერძნეთს... უმეტესად სწორედ ეს ქვეყნები წარმოადგენს ტურისტების მიზიდულობის ცენტრებს.