ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარედ ჰენდრიკ დამსი მეორე ვადით აირჩიეს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარედ მეორე ვადით ბელგიელი დეპუტატი ჰენდრიკ დამსი აირჩიეს.

ჰენდრიკ დამსი ამ თანამდებობაზე პირველად 2020 წელს იყო არჩეული. ის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიებში 2007 წლიდან მონაწილეობს.

2020 წლის აგვისტოდან დამსი „ფლამანდიელი ლიბერალ დემოკრატების“ პოლიტიკურ ჯგუფს ხელმძღვანელობს.