კარგად ჩანს, როგორ აფასებენ საქართველოში იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისთვისა და თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან", - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს, დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის ღონისძიებაზე განუცხადა.
„ამერიკელი და ქართველი ჯარისკაცები მხარდამხარ იბრძოდნენ თავისუფლებისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენ რა თქმა უნდა, უაღრესად ვაფასებთ მათ მიერ გაღებულ მსხვერპლს, ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მხარში დაუდგეთ მათ და ასევე მათ ოჯახებს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ომში დაშავებული და დაჭრილი ჯარისკაცებითვის, წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ცენტრისა და ფონდის საქმიანობას, რომელიც ხელს უწყობს, რომ სამხედროებმა გაიარონ რეაბილიტაცია და ხელახლა დაიწყონ ცხოვრება.
ჩვენ ვამაყობთ, რომ ამ ფონდს მხარს ვუჭერთ“, - განაცახდა კელი დეგნანმა მედიასთან.