მაია სანდუს თქმით, მოლდოვა უერთდება ზელენსკის მოწოდებას, რომ სააკაშვილს საზღვარგარეთ უმკურნალონ

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის ნება დართონ.

ამის შესახებ მან საკუთარ Twitter-ზე დაწერა.

„მაღელვებს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობებით გამოწვეული სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელი გართულებები. მოლდოვა უერთდება ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას საქართველოს მთავრობის მიმართ, რომ ყოფილ პრეზიდენტს მკურნალობისა და ჯანმრთელობის დაცვისთვის საზღვარგარეთ წასვლის ნება დართონ", – წერს სანდუ.