რუსეთმა "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მშენებლობა განაახლა

რუსულმა ხომალდმა განაახლა დანიის ტერიტორიულ წყლებში გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

2019 წლის დეკემბერში ვაშინგტონმა დააწესა სანქციები გაზსადენზე, რის შედეგადაც შვეიცარიული კომპანია იძულებული გახდა, მილების ჩალაგება შეეწყვიტა. ამის შემდეგ, ბალტიის ზღვაში მილების ჩალაგება მოსკოვმა დამოუკიდებლად გადაწყვიტა.

ამ ეტაპზე, რუსეთის უმსხვილესი კომპანია და ბუნებრივი აირის მწარმოებელი "Gazprom"-ის მიერ დაწყებული პროექტის თითქმის 90% დასრულებულია.

19 იანვარს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა გემ „ფორტუნასა“ და მისი მფლობელის, კომპანია „კავეტე-რუს“-ის წინააღმდეგ. დანიის ტერიტორიულ წყლებში მილსადენების ჩალაგება 120 კილომეტრზე, გერმანიაში კი 28 კილომეტრზეა დარჩენილი.

Gazprom-მმა განცხადება ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მამართ არსებულ რისკებზე რამდენიმე დღის წინ გააკეთა. მათი თქმით,"ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მილსადენი პოლიტიკური წნეხის გამო სხვადასხვა წინაღობას აწყდება. "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ზე მუშაობისას ვისმენთ ბევრ პოლიტიკურ კრიტიკას, რომლებიც განპირობებულია პოლიტიკური სიტუაციის ცვლილებით. ყველაფერი ეს ზიანს აყენებს მილსადენის პროექტზე მუშაობის პროცესს",- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.