ოპოზიციაში ბევრია ადამიანი, რომელიც იყო მზად კონსენსუსისთვის, ვერ აცდნენ იმ ულტიმატუმს, რომელიც ენჯეობის მხრიდან იყო დაყენებული, ეს არის სამწუხარო რეალობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სახალხო დამცველის კანდიდატების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
"ოპოზიციაში ბევრია ადამიანი, რომელიც დიახაც, იყო მზად კონსენსუსისთვის, ვერ აცდნენ იმ ულტიმატუმს, რომელიც ენჯეოების მხრიდან იყო დაყენებული რომ ან ეს კანდიდატები, ან არაო. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელშიც ენჯეოების მხრიდან იყო დაყენებული, რომ ან ეს კანდიდატები ან არავინ, ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელიც აჩვენებს კრიზისს, რომელიც ენჯეოსექტორში არის.
ადამიანები დახურულ კარს მიღმა კორპორატიულად იღებენ გადაწყვეტილებას, არ აქვთ არანაირი სახალხო მანდატი და უნდათ, საქართველოს პარლამენტს თავს მოახვიონ საკუთარი გადაწყვეტილება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.