კულება: ბაიდენის გადაწყვეტილება სხვა მოკავშირეებს უხსნის გზას

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება, უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდოს, მოკავშირეებს მსგავსი ნაბიჯებისკენ გზას უხსნის. ამის შესახებ უკრაინის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა Twitter-ზე დაწერა.

მახსოვს, რომ ისინი (მოკავშირეები) მაშინ სკეპტიკურად უყურებდნენ ამ საკითხს, მაგრამ გვჯეროდა და ვმუშაობდით ყველა დონეზე. მახსოვს, როგორ დავაყენე ეს საკითხი 2021 წლის ნოემბერ-დეკემბერში მოლაპარაკებებზე. ომის პირველივე დღეებში, პრეზიდენტმა ზელენსკიმ, მე ერმაკმა და [უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსიი] რეზნიკოვმა კვლავ დავარწმუნეთ ამერიკელი პარტნიორები, რომ გვჭირდებოდა „პატრიორები“. უკვე ნოემბრის ბოლოს, ეს საუბარი კვლავ გავააქტიურეთ. კერძოდ, როცა NATO-ს მინისტერიალზე ვიყავი, გულწრფელად ვთქვი, რომ ჩამოვედი ტრანსფორმატორებისა და „პატრიოტებისთვის“, - განაცხადა კულებამ.

ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ოფიციალურად დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას Patriot-ის თავდაცვის სისტემებს გადასცემს.