აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოფიციალურად განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 1,8 მილაირდი დოლარის ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს გაუგზავნის, რომელიც Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემებს მოიცავს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცახდა, რომ მისი შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან 300-დღიანი ომის შემდეგ შედგა, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაზე „სასტიკ შეტევებს აძლიერებს".
აშშ-ის პრეზიდენტმა მსგავს ქმედებებს შემზარავი უწოდა და აღნიშნა, რომ „მოსკოვი ზამთარს იარაღად იყენებს“.
ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ მხარდაჭერა, რომელსაც შეერთებული შტატები უკრაინას უწევს კონფლიქტის დროს მნიშვნელოვანია. მან ასევე განაცხადა, რომ დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც უკრაინის დახმარების მომხრეები არიან.
ბაიდენმა განაცხადა, რომ „განსაკუთრებით სასიამოვნოა“ ვოლოდიმერ ზელენსკისთან პირადად შეხვედრა და ერთმანეთისთვის „თვალებში ჩახედვა“.
თეთრ სახლში ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ, ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენცია მიმდინარეობს.
უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში 21 ნოემბერს ჩავიდა. 24 თებერვლის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევა, როცა ზელენსკიმ უკრაინა დატოვა და უცხო ქვეყანაში გაემგზავრა.