ვინ იქნება სახალხო დამცველი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ეს უნდა იყოს პირველ რიგში მიუკერძოებელი ადამიანი, ნეიტრალური და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ყველას სახალხო დამცველი, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
„გვჭირდება ის სახალხო დამცველი, რომელიც ნამდვილად არის ყველას სახალხო დამცველი, რომ მას არ მოერიდება დაიცვას საქართველოს სოფლებში მცხოვრებელი თითოეული მოქალაქის უფლებები. ვინც არ უნდა იყოს ის, რომელ პარტიასაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს. ასევე დასრულებული დიდი ქალაქებით და გაგრძელებული პატიმრებით. ჩვენ არ გვჭირდება სახალხო დამცველი, რომელიც იქნება ორი ან სამი კონკრეტული ყოფილი პოლიტიკოსი პატიმრის უფლებების დამცველი.
ჩვენ გვჭირდება სახალხო დამცველი, ვინც ყველას უფლებებს დაიცავს. ასეთი კანდიდატია მოსაძებნი. შესაბამისად, ის, ვისაც ოპოზიცია უჭერს მხარს, ზოგიერთი მათგანი არის მხარდაჭერილი, რადგან იმედი აქვთ, რომ მხოლოდ მათ უფლებებს დაიცავს. ჩვენ კი გვჭირდება სრულიად სხვა მასშტაბისა და სხვა მიდგომების კანდიდატი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.