NATO-ს ამჟამინდელი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი შესაძლოა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ხელმძღვანელი გახდეს, იუწყება TV2.
არხის ცნობით, სტოლტენბერგი ახალ თანამდებობაზე დანიშვნა შეიძლება, ალიანსის ხელმძღვანელის ვადის ამოწურვის შემდეგ, უფრო კონკრეტულად, 2023 წლის პირველ ოქტომბრამდე დაინიშნოს.
მანამდე იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ არ ფიქრობს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის მანდატის გაგრძელებაზე.
სტოლტენბერგის თქმით, ის თავის ამჟამინდელ მოვალეობებზეა ორიენტირებული.
სტოლტენბერგი, რომელიც NATO-ს გენერალური მდივანია 2014 წლის პირველი ოქტომბრიდან, დარწმუნებულია, რომ ალიანსის ქვეყნები შეძლებენ მისთვის ღირსეული შემცვლელის პოვნას.