სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიხსნა.
საბჭო, ამ წუთებში, საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ, საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის მიერ მომზადებულ ანგარიშს განიხილავს, რომლის მომხსენებელი მისიის ხელმძღვანელი, ჰოლანდიელი დეპუტატი ტინი კოქსია.
მომხსენებელმა სულ ცოტა ხნის წინ სესიაზე ქართულ ოპოზიციურ ძალებს მოუწოდა, შეუდგნენ სრულფასოვან საპარლამენტო მუშაობას.
ანგარიშის მოსმენას საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც ესწრება, რომლისთვისაც, მეათე მოწვევის პარლამენტის ფარგლებში, ეს პირველი ვიზიტია.