საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და იუწყება ბოლო დღეების განმავლობაში გახშირებულ ისეთი შემთხვევაზე, როდესაც უცნობი პირები მობილური ტელეფონის მეშვეობით უკავშირდებიან მოქალაქეებს და სთხოვენ თანხას თითქოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ახლად დაარსებული საქველმოქმედო ფონდისათვის.

საპატრიარქო განმარტავს, რომ მსგავსი ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება.

„როგორც ჩანს, გარკვეული პირები ეკლესიის სახელის გამოყენებით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. გთხოვთ, ასეთი ფაქტების დაფიქსირებისა და შეტყობინების მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლვ გვაცნობოთ, რათა დროულად მოხდეს რეაგირება და მსგავსი გაურკვევლობის აღმოფხვრა“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.