ყოფილი პოლიციელი: მშობლები არ მომიკლავს, ჩვენება ზეწოლის ქვეშ მივეცი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაზისუბანში, მშობლების მკვლელობაში ბრალდებული, ყოფილი პოლიციელი, გიორგი ბეროზაშვილი აცხადებს, რომ მშობლები არ მოუკლავს.

მისი თქმით, გამოძიების ეტაპზე ჩვენება პოლიციის ზეწოლის ქვეშ მისცა.

"გამოძიებისას სამართალდამცავებმა მითხრეს, რომ მომხდარის გამო ციხეში ან თავად წავიდოდა, ან მის დას დაიჭერდნენ. ჩემი დის დაკავებასაც აპირებდნენ, რომელიც ასევე დატყვევებული ჰყავდათ. რაც შეეხება ანაწმენდს, რომელიც ექსპერტიზისთვის აიღეს, ის სავარაუდოდ, რომელიმე იარაღისთვის უნდა წაესვათ", - განაცხადა ყოფილმა პოლიციელმა.

პროკურორმა მის განცხადებას აბსურდული უწოდა.

შეგახსენებთ, რომდენიმე თვის წინ, თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში მშობლების მკვლელობის ბრალდებით ყოფილი პოლიციელი, გიორგი ბეროზაშვილი დაიჭირეს.