თბილისში, ჯავის ქუჩაზე კაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს შს სამინისტროდან აცნობეს.
გავრცელებული ცნობით, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი დადგენილია და მიმდინარეობს შესაბამისი მოქმედებები.
მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ცნობისთვის, მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა საკრებულოში, მამუკა გუგეშაშვილმა განაცხადა, რომ ჯავის ქუჩაზე კაცი პოლიტიკურ ნიადაგზე მოკლეს.