როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

24-25 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. 26 - 27 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოში +10, +15, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +6, +11 გრადუსი იქნება.

მათივე ცნობით, თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი იქნება.