საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მტკვრიდან კაცი ამოიყვანეს

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მტკვრიდან კაცი ამოიყვანეს.

გავცრლებული ინფორმაციით, კაცი მტკვარში გადახტა, თუმცა, სამართალდამცავებმა წყლიდან მისი ამოყვანა და გადარჩენა რამდენიმე წუთში შეძლეს.

ამასთან, ამ ეტაპზე, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.