სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმის, გიორგი ჯავახაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ანა წითლიძის ფიზიოლოგიური მდგომარეობა მძიმეა.
„სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ ჩაწერილ გუშინდელი დღის მონაცემებს მოგახსენებთ. 24-საათის განმავლობაში, ოთხჯერადად, მოშიმშილე პაციენტის მონიტორინგი მიმდინარეობდა. მოცემულ ეტაპზე, ვიტალური და ჰემოდინამიკური პარამეტრები საშუალო სიმძიმისაა. პაციენტის ფიზიოლოგიური სტატუსი კვალიფიცირდა, როგორც მძიმე“, - განაცხადა გიორგი ჯავახაძემ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე პარლამენტში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. წითლიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს.