ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ განაცხადა, პეკინი მომავალ წელს მოსკოვთან კავშირებს გააღრმავებს. ამასთან, ჩინელი დიპლომატის თქმით, პეკინი თავის პოზიციას დაიცავს უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით.
ჩინელმა მაღალჩინოსანმა ვაშინგტონი აშშ-ჩინეთის ურთიერთობების გაუარესებაში დაადანაშაულა.
„ჩინეთი გააღრმავებს სტრატეგიულ ორმხრივ ნდობასა და ორმხრივ სასარგებლო თანამშრომლობას რუსეთთან. უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, ჩვენ თანმიმდევრულად ვიცავდით ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის ფუნდამენტურ პრინციპებს, არცერთი მხარის ხელშეწყობა, არც ცეცხლზე ნავთის დამატება“, - განაცხადა ვან იმ.