ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, აჰმეთ ილდიზმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა, რომ ოქტომბერში ჩატარებული არჩევნები იყო ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს დემოკრატიიის განმტკიცებისთვის.
მისი თქმით, საქართველოში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებმაც საფუძველი დაუდო დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, პასუხობდა ეუთო-სა და ოდირის რეკომენდაციებს“.
„ერთადერთი, რის გამოც გვინდა, სინანული გამოთქვათ, არის ის, რომ არჩევნები ვერ ჩატარდა საქართველოს ორ რეგიონში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ყველასთვის ცხადი მიზეზების გამო. ჩვენმა ორგანიზაციამ მხარი უნდა დაუჭიროს დემოკრატიულ წინსვლას საქართველოში, ქვეყანაში, რომელმაც მკაფიოდ გამოხატა ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისადმი მისწრაფება. რაც შეეხება არჩევნების შედეგების გამო გამოთქმულ პროტესტს და შეტაკებებს პოლიციასთან, მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, თავშეკავებულად და პასუხისმგებლიანად იმოქმედოს, კონსტრუქციულად ჩაერთონ რეფორმების პროცესის გაგრძელებაში“, - განაცხადა დეპუტატმა.
თურქი დეპუტატის თქმით, „საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნით, არჩევნები იყო კონკურენტული და ფუნდამენტური თავისუფლებები, საერთო ჯამში დაცული იყო“.