„მოხარული ვარ, რომ მეორე ვადით, დამტკიცებული ვარ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტის პოსტზე“,- ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ვიცე პრეზიდენტის რანგში პირველი შეხვედრა ირაკლი კობახიძემ ასამბლეის პრეზიდენტთან, რიკ დაემსთან გამართა.
შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.
საუბარი, ასევე, შეეხო ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტებს.
„ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, სადაც განვიხილეთ თანამშრომლობის პერსპექტივები ჩვენს დელეგაციასა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ.