თბილისში, ელჩების კონფრენეციაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის არდასწრების მიზეზი პროტოკოლური დარღვევა გახდა.
ამის შესახებ განმარტება, ჟურნელისტების კითხვების საპასუხოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გააკეთეს.
„პრეზიდენტი დღეს დაგეგმილ „ელჩების კონფერენციას“ არ დაესწრო, რადგან პროტოკოლმა პრეზიდენტს მისთვის პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმო, რაც პროტოკოლური დარღვევაა“, – განმარტეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება – „ელჩების კონფერენცია 2022“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს დილით გაიხსნა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.