საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს, პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანი წითლიძე მოინახულა.
„მოთხოვნას რაც შეეხება ამ საკითხს წყვეტს სასამართლო სასამართლოს კომპეტენციაა განიხილოს პროცესის ფარგლებში საკითხები და ისე გადაწყვიტოს. ულტიმატუმის წაყენება სასამართლოსთვის არ არის ის, ფორმა, რომლითაც სამართლებრივ სახელმწიფოში უნდა ხდებოდეს საკითხების გადაწყვეტა. მთავარი ამ კუთხით არის მისი ჯანმრთელობა, რომ შეუქცევადად არ დაზიანდეს. ამიტომ განსაკუთრებით მივმართავ მის თანაგუნდელებს, რომ მოუწოდონ მას, შეწყვიტონ შიმშილობა...
შიმშილობა არ არის ის ფორმა, რომლითაც უნდა ესაუბრო სახელმწიფოს და მოითხოვო გადაწყვეტილების მიღება. თავისთავად, შიმშილობას ასეთი შედეგი ვერ ექნება. ერთადერთი შედეგი რაც შეიძლება დადგეს, არის საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანება“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ანი წითლიძე, პარლამენტის შენობაში მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის თხოვნით მეთორმეტე დღეა შიმშილობს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს.
მათ 16 დეკემბერს შეუერთდა ამავე პარტიის წევრი თემურ ჯანაშია.
რაც შეეხება კიდევ ერთ მოშიმშილე დეპუტატს, ანა წითლიძეს, ის შიმშილობას აგრძელებს. ამასთან, საკანონმდებლო ორგანოში 24-საათიან რეჟიმში იმყოფებიან ექიმები, რომლებიც მოშიმშილეს მუდმივ მონიტორინგს უწევენ.